70% ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (IRI-ის) კვლევის მიხედვით, გამოკითხული საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს.

კითხვაზე, მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, გამოკითხულთაგან 70% ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცედ ეთანხმება; 15% –  გარკვეულწილად ეთანხმება; 3% – გარკვეულწილად ეწინააღმდეგება; 7% – კატეგორიულად წინააღმდეგია; 5% კი აცხადებს, რომ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

მსგავსი თემები