გამოკითხვით, არჩევნებში ხმას „ქართულ ოცნებასა“ და ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდნენ

​IRI-ის გამოკითხვით, პოლიტიკურ პარტიებს შორის, ლიდერი ისევ ორი პოლიტიკური სუბიექტია. მიმდინარე კვირას საპარლამენტო არჩევნები რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთაგან 25% „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდა მხარს,  ხოლო 12% – „ნაციონალურ მოძრაობას“.

პარტია „საქართველოსთვის – გიორგი გახარია“  – სამი პროცენტი;

„გირჩი – მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ –  სამი პროცენტი;

„სტრატეგია აღმაშენებელი – გიორგი ვაშაძე“ –  ორი პროცენტი;

„დროა – ელენე ხოშტარია“ –  ორი პროცენტი;

„ლეიბორისტული პარტია – შალვა ნათელაშვილი“ – ორი პროცენტი;

პარტია „ხალხისთვის – ანა დოლიძე“ – ორი პროცენტი;

„გირჩი“ – ორი პროცენტი;

„პატრიოტთა ალიანსი“ – ორი პროცენტი,

„ლელო“ – ერთი პროცენტი,

„მოქალაქეები“ – ერთი პროცენტი.

ხმის მიცემაზე უარი თქვა ექვსმა პროცენტმა, კითხვაზე პასუხი არ აქვს 16 პროცენტს, პასუხზე უარი თქვა შვიდმა პროცენტმა.

 

მსგავსი თემები