ფიზიკური დაპირისპირება თბილისის საკრებულოში – ერთმანეთს გლდანის მაჟორიტარი, “ქართული ოცნების” დეპუტატი კოტე ზარნაძე და ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე დაუპირისპირდნენ.
დეპუტატებს შორის შეხლა-შემოხლა ვაკის პარკის შადრევანში მომხდარი ტრაგედიის საკითხზე კოტე ზარნაძის გამოსვლას მოჰყვა.