,,მნიშვნელოვანია, ოლიგარქებმა, რომლებმაც ხალხის ხარჯზე მიიღეს სისხლიანი ფული არ დაიბრუნონ ძალაუფლება”- ირაკლი კობახიძე

,,დეოლიგარქიზაცია ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში და პრინციპულად მნიშვნელოვანია, ოლიგარქებმა, რომლებმაც ხალხის ხარჯზე მიიღეს სისხლიანი ფული, მილიონები, მილიარდები, არ დაიბრუნონ საქართველოში ძალაუფლება,”- ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანას ნამდვილად სჭირდება დეოლიგარქიზაცია.

„მათი პირდაპირი პოლიტიკური სუბიექტური ინტერესია, ძალაუფლება დაიბრუნონ ოლიგარქებმა. ხომ ვიცით, ვინ არიან ესენი – სააკაშვილი, კეზერაშვილი და სხვები. ეს არის მათი პოლიტიკური ინტერესი. აქედან გამომდინარე არ დაუჭირეს მათ მხარი ​დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს. ჩვენ გავაგრძელებთ ამ კანონპროექტის განხილვას, მიღებას, გამომდინარე იქიდან, რომ მიგვაჩნია დეოლიგარქიზაცია ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში და პრინციპულად მნიშვნელოვანია, ოლიგარქებმა, რომლებმაც ხალხის ხარჯზე მიიღეს სისხლიანი ფული, მილიონები, მილიარდები, არ დაიბრუნონ საქართველოში ძალაუფლება. ქვეყანას ნამდვილად სჭირდება დეოლიგარქიზაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მსგავსი თემები