,,არანაირი მოლაპარაკება პუტინთან, ომი უნდა დასრულდეს მისი დანებებით”- ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

,,არანაირი მოლაპარაკება პუტინთან, ომი უნდა დასრულდეს მისი დანებებით,”– ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

მისი თქმით, უნდა დასრულდეს მოლაპარაკებები ტერორისტებთან, მათ კი, ვისაც უკრაინის შესაძლებლობაში ეჭვი ეპარებოდათ, ბოდიში უნდა მოიხადონ.

„პუტინის მიერ ჩაფიქრებული გენოციდის გეგმა, სურვილი, რომ უკრაინა რუკიდან წაშლილიყო, ჩავარდა. ის არ არის მოლაპარაკების პოზიციაში. ომი უნდა დასრულდეს მისი უპირობო დანებებით“, – წერს ლანდსბერგისი „ტვიტერზე“.

 

 

მსგავსი თემები