უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში დაახლოებით 44 100 რუსი ჯარისკაცი მოკლეს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 44 100; ტანკი – 1 886; ჯავშანტექნიკა – 4 162; საარტილერიო სისტემა – 993; სარაკეტო სისტემა – 263; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 136; თვითმფრინავები – 233; ვერტმფრენი – 196; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 792; საკრუიზო რაკეტები – 190; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 054; გემი/ნავი/კატარღა – 15; სპეციალური აღჭურვილობა – 93.
მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 17 აგვისტომდე პერიოდს.