,,ვისაც უნდა ევროკავშირი, ჩაერთვება ევროკავშირის მიერ მოცემული რეკომენდაციების განხორციელებაში”- შალვა პაპუაშვილი

დღეს საკანონმდებლო ორგანოში ადამიანის უფლებათა კომიტეტის პირველი სხდომაა ჩანიშნული, სადაც ხელისუფლება საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად სასამართლო სისტემის რეფორმების საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებს.

შალვა პაპუაშვილი განცხადებით, ვისაც უნდა ევროკავშირი, ვისაც უნდა ამ გზაზე სიარული, ჩაერთვება ევროკავშირის მიერ მოცემული რეკომენდაციების განხორციელებაში. მისივე თქმით, ის, ვინც არ ჩაერთვება ამ რეკომენდაციების განხორციელებაში, მას არ უნდა ევროკავშირი.

,,ვნახოთ, დღეს ვინ მოვა ვინ არ მოვა. შეიძლება, მიდგომა იყოს ორნაირი. ერთი მიდგომა არის აღქმების, რწმენის, აღიარება, არაღიარების საკითხი, მეორე არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული არგუმენტების მიდგომა. სამუშაო ჯგუფი როცა შეიქმნა, ჩვენ სწორედ შევთანხმდით იმაზე, რომ ვინაიდან საუბარი მიდის სხვადასხვა ტერმინით, მაგრამ იწყება იმ ეტაპიდან, რომ რაღაცა მდგომარეობა, მოცემულობა არის ასეთი. მაგალითად, ამტკიცებს ერთი მხარე, მაგრამ რის საფუძველზე ამტკიცებს ამას, რა არის არგუმეენტი, რა არის ამის დასაბუთება, ამას სჭირდება წარმოდგენა. სწორედ ეს არის მიზანი, რომ გავცვალოთ მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ დავსვათ დიაგნოზი, დიაგნოზის შემდეგ გადავიდეთ უკვე შემდეგ ნაწილზე.

რაც შეეხება მონაწილეობას, საქმე არის მარტივად, ის, ვისაც უნდა ევროკავშირი, ვისაც უნდა ამ გზაზე სიარული, ჩაერთვება ევროკავშირის მიერ მოცემული რეკომენდაციების განხორციელებაში. ის, ვინც არ ერთვება ამ რეკომენდაციების განხორციელებაში, მას არ უნდა ევროკავშირი. მგონი, ამაზე მარტივად ქართულ პოლიტიკაში საკითხი არ ყოფილა.

ახლა არის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც შეიქმნა პარლამენტში თებერვალში. არის შეხვედრა, რომ დავასრულოთ ის პირველი ეტაპი, გავცვალოთ წერილობითი შეფასებები და ანალიზი ყველა პლიტიკირი ჯგუფის. შემდეგი ეტაპი უკვე იქნება ამ სამუშაო ჯგუფის, მათ შორის არასამთავრობო სექტორის ჩართულობით. ზუსტად ეს ითქვა მაშინაც ჩვენს გეგმაში, რომ სამუშაო ჯგუფი, რომელიც არსებობს, უახლოეს მომავალში შეიკრიბებოდა და განაახლებდა მუშაობას, სწორედ ეს ხდება დღეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები