,,ქართულ ოცნებას” ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეც ტოვებს

ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საბა კბილაშვილი, უერთდება კოლეგების მოწოდებას და ტოვებს დაკავებულ თანამდებობას და პარტიას. მისი თქმით, ვიღაცამ თავის თავზე უნდა აიღოს უმარტივესი, მაგრამ რთულად სათქმელი სიმართლის თქმა, როგორც ეს სამმა პარლამენტარმა ( ხუნდაძე, ყაველაშვილი, სუბარი) გააკეთა.

„ვიცი, რა დღეშიც არიან ჩვენი პარტიის ლიდერები, როგორ იბრძვიან ამ ქვეყნისთვის, რას უძლებენ და რა სირთულეები აქვთ იმის მიღმა, რაც ტელევიზორში ჩანს. რუსეთისკენ გამხედავი ეგ ხალხი, ჩვენი გუნდი და ჩვენი ქვეყანა თავის ცხოვრებაში არ არის (თუ ნაცები არ დაბრუნდნენ და გინებ-გინებით ისევ რუსების საქმე არ აკეთეს) და დასავლეთიდან თუ ისეთი დამოკიდებულება იქნა, რაც ელჩის მხრიდან ყაველაშვილის მისამართით ვნახეთ, ალბათ ხვდებით სირთულის მასშტაბს. ფაქტი ერთია, ასეთი დამოუკიდებელი ჩემი ქვეყანა არასდროს ყოფილა და არ მინდა, ამისთვის დაისაჯოს!!! ქართველებმა ზუსტად ვიცით, ვინ არის მტერი, ოკუპანტი და ვინ მოყვარე, მაგრამ მოყვრობაში თავმოყვარეობაზე უარის თქმა და სულში ხელების ფათური არავინ უნდა მოგვთხოვოს. ეს სათქმელია და ამის თქმა მარტივი არ არის. არც ჩემგან გამოდის თუ ამ გუნდში დავრჩი. ამიტომ ვუერთდები ჩემი პატივცემული კოლეგის მოწოდებას და ვტოვებ თანამდებობასაც და პარტიასაც. ეს არ არის არც მარტივი, მაგრამ არც ემოციური გადაწყვეტილება. ვიღაცამ თავის თავზე უნდა აიღოს უმარტივესი, მაგრამ რთულად სათქმელი სიმართლის თქმა, როგორც ეს სამმა პარლამენტარმა გააკეთა. რასაც ვხვდები, ვინც პირველად ეს ძალიან სწორი ნაბიჯი გადადგა, ღმერთმა არ ქნას, რომ მათ რაც იციან, ყველაფრის თქმა დასჭირდეთ. თუ მაინც საჭირო გახდა, მეც მათ გვერდით ვიქნები!“, – წერს საბა კბილაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ,,ქართული ოცნება” მანამდე, ,,ქართულ ოცნება” ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დატოვეს.

 

,,ქართულ ოცნებას” ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ტოვებენ

მსგავსი თემები