ბრიტანეთი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ სარაკეტო სისტემებს გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას ალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას „ემ 270“-ს გადასცემს. ბრიტანეთის  თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის განცხადებით, რუსეთის გაფრთხილების მიუხედავად, ბრიტანეთი უკრაინას სარაკეტო სისტემებს გაუგზავნის.

,,როგორც რუსეთის ტაქტიკა იცვლება, ასევე უნდა იყოს ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ეს მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემები საშუალებას მისცემს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს უკეთესად დაიცვან თავი შორ მანძილზე მოქმედი არტილერიის სასტიკი გამოყენებისგან, რომელსაც პუტინის ძალები განურჩევლად იყენებდნენ ქალაქების გასასწორებლად”, – განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა.

 

მსგავსი თემები