,,ველით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას”- ნიკოლოზ სამხარაძე

პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს მიერ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილის შევსებას ეხმაურება.

ნიკოლოზ სამხარაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განცხადებას ავრცელებს წერს, რომ აღნიშნული პროცესი არის გარდამტეხი მომენტი საქართველოს ევროპულ გზაზე.

„კიდევ ერთი გარდამტეხი მომენტი საქართველოს ევროპულ გზაზე. დღეს საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის დელეგაციას კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა. ველით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მალე მიღებას,“ – წერს ნიკოლოზ სამხარაძე.

ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა

მსგავსი თემები