,,საქართველოს პოზიციას უკრაინასთან მიმართებაში, ჩვენი ამერიკელი პარტნიორები დიდი ეჭვებით უყურებენ”- გიორგი ვაშაძე

„ქართულ ოცნება აქვს არასანდო პარტნიორის, მატყუარას და გადამგდების იმიჯი. 19 აპრილის შეთანხმების და ძალიან ბევრი ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე. საქართველოს პოზიციას უკრაინასთან მიმართებაში, ჩვენი ამერიკელი პარტნიორები უმაღლეს დონეზე ძალიან დიდი ეჭვებით უყურებენ,”-ამის შესახებ  გიორგი ვაშაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატის განცხადებით, საქართველოს პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში, ზიანს აყენებს ქვეყნის საერთაშორისო ინტერესებს.

,,სამწუხაროდ, ის ეჭვების პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს „ქართული ოცნება“, აზიანებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და კითხვებს აჩენს საქართველოს პოზიციასთან დაკავშირებით უკრაინასთან მიმართებაში. საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა არ ხდება ვაშინგტონში. „ქართული ოცნება“ და საქართველოს თემა საერთოდ გამქრალია განხილვებიდან,”- აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძემ ისაუბრა იმ საკითხებზე, რომელიც საპარლამენტო ოპოზიციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში უმაღლესი დონის შეხვედრებზე გააჟღერა.

„მინდა საქართველოს მოქალაქეებს ვუთხრა, რომ ამერიკა არის ქართველი ხალხის გვერდით და ის ყოველთვის დაგვიჭერს მხარს როგორც უსაფრთხოების, ისე მშვიდობიანი განვითარების კუთხით. ლენდ ლიზი უკრაინას პირველ რიგში, მაგრამ შეიარაღების კუთხით დახმარება საქართველოს. დიახ, ეს არის ერთადერთი გზა, რომ უზრუნველვყოთ მშვიდობა და არ მოხდეს თავდასხმა რუსეთიდან საქართველოზე.ჩვენ დავაყენეთ საკითხი საქართველოსთვის თავისუფალი ვაჭრობის მიცემის შეთანხმებასთან დაკავშირებით.

ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ ნატოს სამიტზე მადრიდში დაიწყოს პირდაპირი საუბარი საქართველოსთვის მაპის მინიჭების თაობაზე,”-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები