,,იქნებ გქონდათ ვინმეს მოლოდინი, რომ საწვავის ფასი გაიაფდებოდა”- ბექა ლილუაშვილი

„პრემიერის გაუგონარი თუ გაუგებარი განცხადებების შემდეგ ან იმ ნუგეშის შემდეგ, რომ 100 ქვეყანას ვჯობნით საწვავის სიიაფით, იქნებ გქონდათ ვინმეს მოლოდინი, რომ საწვავის ფასი გაიაფდებოდა? ეს არ მომხდარა და საწვავის ფასი ისევ 4 ლარზეა“, – განაცხადა დეპუტატმა ბექა, ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

დეპუტატის განცხადებით, ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

„3 თვის წინ მოგმართეთ მოქალაქეებთან ერთად, რომ დაგვეწყო საკითხის სასწრაფო მოკვლევა, რაც ამ დროისთვის უკვე დასრულებული გვექნებოდა თავისი გარკვეული გამოსავლების მოძიებით სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ ცხადია, უარგუმენტოდ მივიღეთ უარი,“ – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

მსგავსი თემები