„ეს ისტორიული ნაბიჯია“ – ზელენსკი „ლენდ ლიზის“ ხელმოწერაზე

თეთრ სახლში „ლენდ-ლიზის“ კანონის ხელმოწერას უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი საკუთარ სოციალურ გვერდზე ეხმიანება როგორც პრეზიდენტი წერს, ეს ისტორიული ნაბიჯია.

,,მადლობელი ვარ აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენისა და ამერიკელი ხალხის, ჩვენი თავისუფლებისა და მომავლისთვის ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერისთვის. ,,ლენდ-ლიზის” შესახებ კანონის ხელმოწერა ისტორიული ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, ისევ ერთად გავიმარჯვებთ და ჩვენ, დავიცავთ დემოკრატიას უკრაინაში და ევროპაში, როგორც 77 წლის წინ”, – წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, აშშ უკრაინას სწრაფ და ეფექტურ სამხედრო დახმარებას გაუწევს.

აშშ თავისუფალია, „ლენფ-ლიზის“ კანონს ხელი მოეწერა, რითაც უკრაინის მომარაგება უწყვეტად მოხდება

მსგავსი თემები