„უკრაინა გადარჩება“ – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი დარწმუნებულია, რომ რუსეთი უკრაინაში ომს ვერ მოიგებს, როგორც ოლაფ შოლცი აცხადებს, გერმანია უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია და ბოლომდე მის გვერდით იდგება.

„მხარს ვუჭერთ უკრაინას აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის არ გაკეთება ნიშნავს კაპიტულაციას უხეში ძალადობის წინაშე და აგრესორის გაძლიერებას. შიშმა არ უნდა წაგვართვას მოძრაობის უნარი. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომს ვერ მოიგებს. უკრაინა გადარჩება”, – ასეთია ოლაფ შოლცის გზავნილი, რომელიც ამ წუთებში G7ის სამიტს მასპინძლობს. სამიტში უკრაინის პრეზიდენტიც მონაწილეობს.

უკრაინის საკითხზე „დიდი შვიდეულის“ სამიტი დაიწყო

მსგავსი თემები