აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე რუსულ აგრესიას 1 ადამიანი ემსხვერპლა

,,აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის დროს, რუსმა სამხედროებმა ტანკსაწინააღმდეგო მართვადი იარაღი გამოიყენეს – აღნიშნულ ინფორმაციას ,,აზოვის” პოლკი ავრცელებს.

ოკუპანტების მიერ ნასროლი იარაღი, იმ  ავტომობილს მოხვდა, რომელიც ქარხნიდან ევაკუაციის მიზნით, მშვიდობიანი მოსახლეობისკენ მოძრაობდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 6 ადამიანი.

მსგავსი თემები