„მიწისძვრა ჯოხივითაა, რაღაც დონემდე იხრება, შემდეგ კი ტყდება“ – სეისმოლოგი „მედიაცენტრ მთავართან“

„მიწისძვრის პრინციპი ძალიან მარტივია –  დეფორმაციას განიცდის დედამიწის ქერქი, როდესაც ზღვარს მიაღწევს დეფორმაცია გატყდება“ – განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სეისმოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა მედიაცენტრ მთავართან“.

მისი შეაფასებით, რა დროს გატყდება და დედამიწის ქერქი რა დროს გათავისუფლდება ეს არავინ იცის.

„ბოლო მიწისძვრასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ მთელი წლის განმავლობაში სეისმურად აქტიური იყო ეს ადგილი. ძალიან დეტალურად უნდა ვიცოდეთ მიწისძვრის მომზადების პროცესი, ქანების თვისებები სიღრმეში. ჩვეულებრივ ეს პროცესი 10კმ- სიღრმეზე ხდება რა მომენტში მოხდება ამ ენერგიის განმუხტვა. პრინციპი ძალიან მარტივია, დეფორმაციას განიცდის დედამიწის ქერქი, როდესაც ზღვარს მიაღწევს დეფორმაცია, გატყდება.  ეს არის მიწისძვრა. მაგრამ რა დროს გატყდება და რა ენერგია გამოთავისუფლდება ამ დროს, ძალიან რთული პროცესია და ბოლომდე შესწავლილი არ არის“ – განაცხადა სეისმოლოგმა
მედიაცენტრ მთავართან“.

მისივე თქმით, ბოლო, ძლიერი მიწისძვრით ამოისუნთქა თუ არა დედამიწის ქერქმა და გათავისუფლდა თუ არა დაგროვილი ენერგიისგან, ვერავინ იტყვის.

ჯოხივითაა, უხეშად რომ ვთქვათ. გადაიხრება, გადაიხრება რაღაც კონდეციამდე, შემდეგ ვერ უძლებს და ტყდება“ – აღნიშნა ჯავახიშვილმა.

მსგავსი თემები