საქართველოსთვის ტურისტულად პირველ ადგილზე არაბული ქვეყნებია

ტურისტული თვალსაზრისით, საქართველოს ყველაზე მიმზიდველი გალფ-ის ქვეყნებისთვისაა. როგორც „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი შალვა  ალავერდაშვილი „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ჩვენთან ტურისტების 65% სწორედ ამ ქვეყნებიდან მოდის.

საქართველოსთვის ნომერ პირველი ტურისტული ქვეყანა არს გალფის ქვეყნები. სწორედ არაბული ქვეყნებიდან მოდიან ჩვენთან ძირითადად ტურისტები. შემიძლია ვთქვა, რომ ამ წუთში, საქართველოს ტურიზმის 60-65% სწორედ გალფის ქვეყნებზე დგას. არსებული სეზონი თბილისისთვის ყოველთვის დაბალი აქტივობის სეზონად ითვლებოდა და ასეა ახლაც. ძირითადად ეს პერიოდი დატვირთული იყო კონფერენციებით, თუცა პანდემიის გამო, კონფერენციები არ იმართება და შესაბამისად, აქტივობაც დაბალია“ – განაცხადა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.

მისივე შეფასებით, მიმდინარე თვე თბილისისთვის მინიმალურად იქნება დატვირთული.

„თბილისი იანვარს 40-%-იანი დატვირთვით დაამთავრებს. თებერვალიც საკმაოდ ხალვათი იქნება. თბილისის მასშტაბით 30-35%-იან დატვირთულობას ველოდებით. რეგიონებს რაც შეეხება, დატვირთულობაა მთიან კურორტებზე. იანვარი დასრულდება სავარაუდოდ ჯამურად დაახლოებით 50%-ით“ – აღნიშნა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან.“

მსგავსი თემები