ხანძარი ქუთაისში – გუგუნავას ქუჩაზე ორსართულიანი სახლი დაიწვა

​ქუთაისში, გუგუნავას ქუჩის N 12 – ში ხანძარი გაჩნდა. დაიწვა ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე არსებული ოთახი (15 კვ,მ.) და სასხვენო გადახურვის ნაწილი (200 კვ.მ.). შედეგად რამდენიმე სახლი საცხოვრებლად უვარგისი გახდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად ხანძრის ლოკალიზება, რამდენიმე წუთში მოხერხდა. შენობა მთლიანად დაწვას გადაურჩა. ბინიდან უვნებლად გამოიყვანეს 75 წლის ქალი. შემთხვევის ადგილზე 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა დროულად მოახდინეს ცეცხლის ლოკალიზება.

ადგილზე ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია მოადგილეებთან ერთად მივიდა. ქალაქის მერის განცხადებით, დაზარალებულ მოსახლეობას დღესვე გაიყვანენ ბინიდან. დაითვლება ზარალი და განისაზღვრება დასახმარებელი თანხის მოცულობა.

მსგავსი თემები