უკრაინაში 80 ტონაზე მეტი იარაღი ჩაიტანეს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას მაქსიმალურ მხარდაჭერასა და გვერდით დგომას უცხადებს. კიევში ამერიკიდან სამხედრო თვითმფრინავი გაფრინდა, რომლითაც სამხედრო დახმარება ჩაიტანეს. საუბარია 80 ტონაზე მეტი იარაღზე.

„80 ტონაზე მეტი იარაღი ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან! და ეს არ არის დასასრული“, – წერს უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი  ოლექსი რეზნიკოვი საკუთარ სოციალურ ქსელში.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებსაც მიმართავს და სთხოვს, უკრაინაში არ იმოგზაურონ. ხოლო მათ, ვინც უკრაინაში იმყოფებიან, მოუწოდებს, ქვეყანაში დაბრუნდეს.

დღევანდელი მონაცემებით, უკრაინის საზღვართა არაპროგნოზირებადი ვითარება და საომარი სამზადისია. რუსეთი, ამერიკის და მსოფლიო ქვეყნების გაფრთხილების მიუხედავად, უკან არ იხევს.

 

მსგავსი თემები