კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის 999 მძიმე პაციენტია

საქართველოში, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 74 683 საიდანაც: 4 557 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 973, აჭარაში – 625, იმერეთში – 851.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 999 პირი, მათ შორის, თბილისში – 425, აჭარაში – 137, იმერეთში – 245. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 281 პირი,  მათგან თბილისში – 154, აჭარაში – 53, იმერეთში – 23.

1 981 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 122 – თბილისში, 672 – აჭარაში. 68 145 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 33, ხოლო აჭარაში – 6. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 22 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 299 პირი

მსგავსი თემები