“ქართლის” დევნილები მომავალი კვირიდან მასშტაბურ აქციებს მოაწყობენ

სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები დევნილები მომავალი კვირიდან მასშტაბურ და უწყვეტ  პროტესტს აანონსებენ. პირველი აქცია ორშაბათს ჯანდაცვის სამინისტროსთან გაიმართება. დევნილები მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ. მინისტრი აზარაშვილისგან ისინი განმარტებას მოითხოვენ, რატომ დაარქვა მან მომხდარ ტრაგედიას “უბედური შემთხვევა”. დევნილები ჯანდაცვის სამინისტროსგან მოითხოვენ, რომ ნგრევის პირას მისული შენობიდან მათი გაყვანა დროულად მოხდეს.

გარდაცვლილ დევნილს, ზურაბ ქირიას დღეს დაკრძალავენ. დევნილებმა სიმბოლურად კორპუსიდან შავი ლენტი გადმოფინეს. ის 16 იანვარს, სანატორიუმ “ქართლის” შენობასთან დევნილი გარდაიცვალა. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სანატორიუმის ყოფილ შენობაში მცხოვრები დევნილები საცხოვრებელ პირობებს აპროტესტებენ. მათითქმით, შენობა ავარიულია და საცხოვრებლად საშიში. რამდენიმე კვირაა პასუხისმგებელ პირებთან, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სანატორიუმ ქართლში მომხდარი ფაქტი “უბედური შემთხვევაა” და არ უნდა დაუკავშირონ დევნილთა პრობლემებს.

მსგავსი თემები