Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 63 875 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 11 039 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 199 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 17.28%
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 041 749.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 17.28%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 11.98% ხოლო 7 დღის მანძილზე – 14.32%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 199 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 956 627.