გასულ ღამეს და გამთენიისას საქართველოში სამი მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, გასულ ღამეს და გამთენიას სულ სამი მიწისძვრა მოხდა.

თბილისის დროით 02:28 საათზე 3.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა, ხოლო თბილისის დროით 02:37 საათზე – 3.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.

მესამე მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო და ის თბილისის დროით 04:46 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრა 3.7 (ML) მაგნიტუდის სიდიდის იყო.

მსგავსი თემები