VIDEO: ვრცელდება შსს-ს მიერ ფარულად გადაღებული ვიდეოკადრები – როგორ და სად ყიდდნენ ნარკორეალიზატორები ნარკოტიკს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, თბილისის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, კახეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 27 პირი დააკავეს, მათ შორის 15 ნარკორეალიზატორია.

 

მსგავსი თემები