“ჰეზბოლამ” ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა”- ისრაელის საგარეო უწყება

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ  შაბათს განხორციელებული თავდასხმა “ჰეზბოლას” მიერ ყველა წითელი ხაზის გადაკვეთაა. “ის არ არის არმია, რომელიც სხვა არმიას ებრძვის, არამედ ის არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც განზრახ ესვრის მშვიდობიან მოსახლეობას“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. ინფორმაციისთვის, გოლანის მაღლობზე საჰაერო თავდასხმის შედეგად, დაღუპულია სულ მცირე 12 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები. დაშავებულია ათეულობით პირი. ისრაელის ცნობით, რაკეტა საფეხბურთო მოედანზე ჩამოვარდა, სადაც ბავშვები იმყოფებოდნენ. ისრაელი პასუხისმგებლობას „ჰეზბოლას“ აკისრებს. ბრალდებებს „ჰეზბოლა“ უარყოფს.

მეტი...

რუსეთში, დრონით თავდასხმის შედეგად ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა

დრონის თავდასხმის შედეგად რუსეთის კურსკის ოლქში ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა. რუსული წყაროების ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 28 ივლისს დილით ნავთობის საცავს უპილოტო საფრენი აპარატი დაესხნენ თავს. კურსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსეი სმირნოვმა დაადასტურა, რომ კურსკის ოლქში ნავთობის საცავზე თავდასხმის შემდეგ სამ რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა.

მეტი...

ხანძარი თბილისში

თბილისში, გლდანში ხანძარი იყო.  ცეცხლი “ლუდის სამყაროსთან”, ცალკე მდგომ სამზარეულოს შენობას გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი ლიკვიდირებულია. დაშავებული არავინაა.

მეტი...

სელინ დიონი დაცვას “გაექცა” და ქუჩაში მომლოდინე ხალხთან მივიდა – ვიდეო პარიზიდან

მეტი...

სელინ დიონმა ოლიმპიადის დროშაზე ხელმოწერა დატოვა

ლეგენდარულმა მომღერალმა სელინ დიონმა, რომელმაც მრავალწლიანი პაუზის შემდეგ პარიზის ოლიმპიადის გახსნაზე იმღერა, ოლიმპიადის დროშაზე ხელმოწერა ორიგინალური ფორმით დატოვა.

მეტი...

„ვგმობ სისხლისღვრას“ – ჯოზეფ ბორელი

გოლანის მაღლობზე განხორციელებულ თავდასხმას  საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელიც ეხმიანება. „მკაცრად ვგმობ ამ სისხლისღვრას. ჩვენ გვჭირდება ამ მიუღებელი ინციდენტის დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია”,- აცხადებს ბორელი. გოლანის მაღლობის ჩრდილოეთზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 11-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დაშავებულია 30-მდე ადამიანი.  

მეტი...

„ჰესბოლა“ მძიმე ფასს გადაიხდის“ – პრემიერ-მინისტრი

ისრაელი „ჰესბოლას“ მიერ ბავშვვების დახოცვის გამო იმუქრება და აცხადებს, რომ მას ისეთი ფასის გადახდა მოუწევს, რაც აქამდე გადაუხდია. „ჰეზბოლა“ მძიმე ფასს გადაიხდის, რომელიც აქამდე არ გადაუხდია, – აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი  ბენიამინ ნეთანიაჰუ. „პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ ნათლად განაცხადა, რომ ისრაელი არ დაუშვებს, გაატაროს მომაკვდინებელი თავდასხმები და „ჰეზბოლა“ მძიმე ფასს გადაიხდის, რაც აქამდე არ გადაუხდია“, – ნათქვამია პრმიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში. გოლანის მაღლობის ჩრდილოეთზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 11-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დაშავებულია 30-მდე ადამიანი.  

მეტი...

თეთრი სახლი ისრაელის უსაფრთხოებას მხარდაჭერას უცხადებს და გმობს თავდასხმას

თეთრი სახლი გოლანის მაღლობის ჩრდილოეთზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და  გმობს სასიკვდილო თავდასხმას. „ჩვენი მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისადმი არის ძლიერი და ურყევი ირანის მიერ მხარდაჭერილი ყველა ტერორისტული ჯგუფის, მათ შორის, ლიბანური „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ”, – აღნშნულია  განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ  გოლანის მაღლობის ჩრდილოეთზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 11-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დაშავებულია 30-მდე ადამიანი. ისრაელი მომხდარზე პასუხისმგებლობას „ჰეზბოლას“ აკისრებს, რასაც „ჰეზბოლა“ კატეგორიულად უარყოფს.

მეტი...