თბილისში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო. ჯერჯერობით დაუდგენელია, თუ რამ გამოიწვია მანქანის აალება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.        

მეტი...

“არაერთხელ ყოფილა უკანონო ქმედებები”- მინისტრი ივანიშვილის მკვლელობის მომზადების მცდელობაზე

“არ გვიკვირს, იმიტომ, რომ არაერთხელ ყოფილა უკანონო ქმედებები და ქვეყნის არევის მცდელობა ოპონენტების მხრიდან” – ასე შეაფასა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომლის თანახმად, ტერორისტული აქტების მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების, ასევე ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომხადების მცდელობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს. დავითაშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ საარჩევნო პროცესებში ოპონენტები ყველა გზას მიმართავენ. „სამწუხაროა, რომ საარჩევნო, პოლიტიკურ პროცესებში ოპონენტები ყველა გზას მიმართავენ, რაც მიუღებელია. განსაკუთრებით მიუღებელია, როცა ეს არ არის უბრალოდ კანონსაწინააღმდეგო ღონისძიებები, არამედ საქმე გვაქვს ყველაზე მძიმე დანაშაულთან, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ქვეყნის ან…

მეტი...

“ანაკლიის პორტის მშენებელი პარტნიორი ხვალ გამოვლინდება”- ლევან დავითაშვილი

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის  განცხადებით, მისი უწყება ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან ერთად აქტიურად მუშაობს. მისივე განმარტებით, ეს პროცესი ხვალ დასრულდება და უკვე მშენებელი პარტნიორი გამოვლინდება.  „პროცესი საკმაოდ კომპლექსური არის, როგორც კერძო პარტნიორის შერჩევის, ასევე სამშენებლო სამუშაოების კუთხით. ამიტომ, ჩვენ საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობით და ყურადღებით ვეკიდებით პროცესს. ამ შემთხვევაში, პრეტენდენტთან გავაგზავნეთ დამაზუსტებელი კითხვები კონსულტანტის ჩართულობით. ჩვენ ამ კვირის განმავლობაში მივიღეთ დაზუსტებული პასუხები, რომელსაც ისევ ჩვენი ევროპელი კონსულტანტი ამუშავებს. როდესაც ჩვენ მივიღებთ კონსულტანტის შეფასებას მიმდინარე კვირის განმავლობაში, სავარაუდოდ, ხვალ, მაქსიმუმ მომავალი კვირის დასაწყისში, აქედან გამომდინარე,…

მეტი...

„ვგმობ ნებისმიერ თავდასხმას“- ივანიშვილზე, სავარაუდო თავდასხმის მცდელობას კრემლში გამოეხმაურნენ

კრემლში ივანიშვილზე სავარაუდო თავდასხმის მომზადების საქმეზე, რის გამოც სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს, კრემლში ეხმაურებიან. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მან საქმის დეტალები არ იცის, თუმცა „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეზე სავარაუდო თავდასხმის მომზადების ფაქტი დაგმო. “მე ვერ გავაკეთებ კომენტარს, რადგან არ ვიცი დეტალები. ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ თავდასხმას, ეს მიუღებელია. ნებისმიერი მკვლელობის მცდელობა არის ტერორისტული აქტი, მითუმეტეს მოქმედ პოლიტიკოსებზე, მითუმეტეს, პოლიტიკური ზეწოლისთვის უკანონო ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას, მაგრამ დეტალები არ ვიცი, ამიტომ მეტს ვერ გეტყვით“ – განუცხადა პესკოვმა.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევას ბათუმი-ხულოს ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მსხვერპლი მოჰყვა

ბათუმი-ხულოს ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მომხდარის შედეგად, ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი, დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის კლინიკაში გადაიყვანა. შემთხვევა სოფელ წონიარისთან მოხდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს, მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახა. ადგილზე სამაშველო და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.ფაქტზე გამოძიება სისხლის  სამართლის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტოსაგზაო შემთხვევისას წესების დარღვევას გულისხმობს.  

მეტი...

სემეკმა ელექტროენერგიის ბაზრის ყოველთვიური ანგარიშების გამოქვეყნება დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის შესახებ ყოველთვიური ანგარიშების გამოქვეყნება დაიწყო. ანგარიშების გამოქვეყნების მიზანია საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის ფუნქციონირების ყოველთვიური შედეგებისა და მაჩვენელების შესახებ დაინტერესებულიპირების ინფორმირებულობა. კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშებში წარმოდგენილია ინფორმაცია საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავებისა და მოხმარების, ელექტროენერგიის საბითუმო, ტრანსსასაზღვრო, საცალო ბაზრების მიმდინარე ტენდეციებისა და მაჩვენებლების შესახებ. ამ ეტაპზე, ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშები მოიცავს მიმდინარე წლის 4 თვეს. სემეკი გეგმავს ანგარიშების ყოველთვიურად გამოქვეყნებას.  

მეტი...

“მოხარული ვარ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მკვეთრად გაუმჯობესებული”- ბრეგაძე სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია. როცა,პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით, იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული, ამის შესახებ ძალიან მალე გაიგებთ თქვენც” – განაცხადა  იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ. იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ მსჯავრდებულმა პატიმარმა სასჯელი პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა მოიხადოს. „ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებენ ექიმები. როცა მათი მხრიდან იქნება შესაბამისი მზაობა, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანენ პენიტენციურ დაწესებულებაში. პრინციპი არის მარტივი- მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივი ზრუნვისა და დაკვირვების საგანია. როცა იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული, ამის შესახებ ძალიან მალე გაიგებთ თქვენც. მოხარული ვარ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მკვეთრად გაუმჯობესებული და მინდა ვუსურვო…

მეტი...

ვლადიმერ პუტინი სირიის პრეზიდენტს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კრემლში სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს შეხვდა. ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს. „ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ძალიან მიხარია თქვენი ნახვა. გვაქვს შესაძლებლობა, ვისაუბროთ ჩვენი ურთიერთობის მთელ კომპლექსზე, დიდი ხანია, არ გვინახავს ერთმანეთი. რა თქმა უნდა, ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი, როგორ ვითარდება ვითარება მთლიანად რეგიონში. სამწუხაროდ, გაუარესების ტენდენციაა, ჩვენ ამას ვხედავთ. ეს სირიასაც ეხება. რაც შეეხება ჩვენს სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს, აქაც ბევრი კითხვაა. არის პერსპექტიული მიმართულებები. ვიმედოვნებ, ჩვენც შევძლებთ ამ საკითხების თქვენთან განხილვას“, – განაცხადა პუტინმა. ბაშარ ალ-ასადმა აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების წლისთავს ემთხვევა. „ბატონო…

მეტი...

იუსტიციის მინისტრი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მოწყობასთან დაკავშირებით გამოძიებას ეხმაურება

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მოწყობასთან დაკავშირებით სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე.  როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, სუს საზოგადოებას იმგვარად მიაწვდის ინფორმაციას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებას საფრთხე არ შეექმნას. „ზოგადად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არაერთხელ აჩვენა, რომ ის არის მოწოდების სიმაღლეზე და საზოგადოებას მრავალი განსაცდელი და საფრთხე აარიდა თავიდან. მათ შორის, ეს საქმეც მიეკუთვნება იმ საქმეთა რიცხვს, რომელსაც იძიებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ბუნებრივია, ეს გამოძიებაც იქნება წარმატებით დასრულებული. რაც შეეხება თქვენს კითხვას…

მეტი...

უკრაინაში ყოფილი მებრძოლი კოსტანტინე ჯღამაია სუს-ში ჩვენებას აძლევს

სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ჩვენებას უკრაინაში ყოფილი მებრძოლი, კოსტანტინე ჯღამაია აძლევს. როგორც ჯღამაიას ადვოკატი, თორნიკე ჩიქოვანი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებთან არავითარი კვეთა და ნაცნობობა არ აკავშირებს. “მას არავითარი კავშირი არ აქვს ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასთან და მზად არის ჩვენება მისცეს. მისთვისაც გაურკვეველი და უცნობია, რატომ დაიბარეს, სწორედ ამიტომ არის მოსული, რომ ეს ფაქტი გაარკვიოს. უკრაინაში უცხოურ ლეგიონში იყო, ქართულ ლეგიონში არც ყოფილა, პერიოდულად იყო იქ, მთლიანობაში, წელზე მეტი. საქართველოში, როგორც მან მითხრა, რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა”- განაცხადა ჩიქოვანმა.  ჯღამაია სახელმწიფო…

მეტი...

“არსებობს მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას”- ზელენსკი

“არსებობს მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა. პრეზიდენტი ამბობს, რომ კულებას ვიზიტის დროს ასევე დადასტურდა, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღს არ მიაწვდის. „ეს მრავალი წლის განმავლობაში უკრაინელი ოფიციალური პირის პირველი ვიზიტია ჩინეთში და ეს კარგია. არის მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“-  განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის უკრაინაში დაბრუნების შემდეგ კულებასგან დეტალურ მოხსენებას ელოდება.

მეტი...

„ამერიკა და ისრაელი ერთად უნდა დადგნენ”- ბენიამინ ნეთანიაჰუ

„ამერიკა და ისრაელი ერთად უნდა დადგნენ, როდესაც ჩვენ ერთად ვდგავართ, ძალიან მარტივი რამ ხდება“- ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე სიტყვებით, როდესაც ამერიკა და ისრაელი ერთად დგას, ისინი იმარჯვებენ – სხვა მარცხდება. „ისრაელი იბრძოლებს იქამდე, სანამ ჩვენ „ჰამასის“ სამხედრო შესაძლებლობებს და ღაზაში მის მმართველობას არ გავანადგურებთ და სახლში ყველა მძევალს არ დავაბრუნებთ. ეს ნიშნავს სრულ გამარჯვებას და ჩვენ ამაზე ნაკლებს არ დავთანხმდებით. ამერიკა და ისრაელი ერთად უნდა დადგნენ, როდესაც ჩვენ ერთად ვდგავართ, ძალიან მარტივი რამ ხდება – ჩვენ ვიმარჯვებთ, ისინი მარცხდებიან“ – განაცხადა ბენიამინ…

მეტი...

ფრანკფურტის აეროპორტმა ფრენები შეაჩერა-ასაფრენ ბილიკი აქციის მონაწილეებმა დაიკავეს

ფრანკფურტის აეროპორტმა დროებით შეაჩერა ფრენები. ამის მიზეზი  კლიმატის აქტივისტების საპროტესტო აქცია გახდა. აქციის მონაწილეები ასაფრენ ბილიკებთან შეიკრიბნენ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მგზავრებს მოუწოდებენ, არ მივიდნენ აეროპორტში და შეამოწმონ ფრენის სტატუსი. კლიმატის აქტივისტებმა განაცხადეს, რომ ექვსმა მომიტინგემ გაარღვია ღობე და შევიდა ფრანკფურტის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე. მომიტინგეებს უჭირავთ პლაკატებით, წარწერით „ნავთი კლავს“. აქტივისტები ითხოვენ, რომ გერმანიის მთავრობამ ხელი შეუწყოს გლობალური შეთანხმების ჩამოყალიბებასა და ხელმოწერას 2030 წლისთვის ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის მოხმარების ეტაპობრივად შეზღუდვის შესახებ.

მეტი...

“როდესაც ამტკიცებ, რომ აშშ-ს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს, ეს ყალბი ინფორმაციაა”- კიმი

“როდესაც ამტკიცებ, რომ აშშ-ს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს, ეს ყალბი ინფორმაციაა”- აცხადებს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე იური კიმი. მისივე განმარტებით, ყალბია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გლობალური ომის პარტია არსებობს და მას საქართველოსთვის ზიანის მიყენება უნდა. „როდესაც ამტკიცებ, რომ აშშ-ს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს, ეს ყალბი ინფორმაციაა. როდესაც ამტკიცებ, ამერიკის ელჩი, ამერიკის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, საქართველოს მსგავსი მეგობარი ქვეყნის არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ გადატრიალების მოწყობის მიზნით ფარულ ოპერაციას ხელმძღვანელობს, კიდევ ერთხელ, ყალბი ინფორმაციაა. როდესაც ამტკიცებ, რომ გლობალური ომის პარტია არსებობს, რომელსაც საქართველოსთვის ზიანის მიყენება…

მეტი...

„მეგობრები იყვნენ“- რას ყვებიან ადგილობრივები თელავში მომხდარ მკვლელობაზე

თელავის მუნიციპალიტეტში წუხელ გვიან ღამით მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია. სავარაუდო დამნაშავეს ამ დრომდე ეძებენ. მოკლულია 29 წლის არჩილ გაწირიძე და 52 წლის კახაბერ ზათიაშვილი. დანაშაულში სავარაუდო ეჭვმიტანილიც და მოკლულებიც სოფელ ლალისყურის მკვიდრები არიან. ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს, ამიტომ მომხდარის ზუსტი მიზეზები უცნობია. ადგილობრივების თქმით, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რა დროსაც 32 წლის კაცმა თანასოფლელებს იარაღიდან ესროლა. არჩილ გაწირიძე მიღებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო კახაბერ ზათიაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავეს ერთ-ერთი მოკლულის შვილი ჰყავს…

მეტი...

„გარანტიას გაძლევთ, დღეებში, საქართველო გახდება მეორე ფრონტი“- პრემიერი

„თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მოსვლა ხელისუფლებაში, მაგალითად ნოემბრისთვის, არჩევნების შემდეგ, გარანტიას გაძლევთ, არა თუ 2,3 და 4 თვეში, დღეებში, საქართველო გახდება მეორე ფრონტი, ამის გარანტიას ვიძლევი იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მაქვს“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამწუხაროდ, საზოგადოებამ იცის ინფორმაციის ნახევარზე ბევრად ნაკლები, რადგან ხელისულება ბევრ რამეს უფრთხილდება. „ჩვენ გვიწევს, გავუფრთხილდეთ ბევრ რამეს. სამწუხაროდ, სხვები არ უფრთხილდებიან ბევრ რამეს, მაგრამ ჩვენ გვიწევს, გავუფრთხილდეთ, ამის გამო გარკვეული ინფორმაცია არ გამოგვაქვს საჯაროდ. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მხარესაც გვაქვს საპირწონედ სერიოზული პრობლემები, მაინც მნიშვნელოვანია, გავუფრთხილდეთ გარკვეულ მოცემულობებს, ურთიერთობებს და ამის გამო ჩვენ გვიწევს, არ გავასაჯაროოთ გარკვეული ინფორმაცია, მათ შორის გარკვეულ შეხვედრებთან დაკავშირებით“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კითხვაზე, გასაჯაროვდება თუ არა ვინაობა, ვისგანაც მოდიოდა განცხადება – „ან იომებთ ან წახვალთ“, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არა. „მთავარი ის არის ვინ ამბობს. ერთია რას ამბობს, ამაზე დაახლოებით გვქონდა საუბარი, მაგრამ ვინ ამბობს, ეს…

მეტი...

„ხაზარაძე ანაკლიის პორტზე საუბრისას ამაყად აცხადებდა, რომ პროექტში ჩართული იქნებოდა ჩინური კომპანია“- პრემიერი

„როდესაც ხაზარაძე საუბრობდა ანაკლიის პროექტზე, ამაყად აცხადებდა, რომ ერთ-ერთი, ვინც იქნებოდა ჩართული ანაკლიის პროექტის განხორციელებაში, იქნებოდა სწორედ ჩინური კომპანია; ჩვენს შემთხვევაში, საქართველო იტოვებს აქციების 51%-ს, არ შეიძლება, ასეთი სამარცხვინო სპეკულაციებით გახვიდე ფონს, როდესაც გქვია პოლიტიკოსი“- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ თემაზე სპეკულაციები სამარცხვინოა. „სამარცხვინოა ეს სპეკულაციები, როდესაც ხედავ, რომ სახელმწიფომ ყველაფერზე იზრუნა, დაიტოვა წილის 51% იმისთვის, რომ სტრატეგიული მდგომარეობა ჰქონოდა ამ პროექტთან მიმართებით და აქაც ცდილობ სპეკულირებას, საზოგადოება ხომ ამ ყველაფერს ხედავს. ამიტომ აქვთ ამ პოლიტიკურ ძალებს ასეთი დაბალი რეიტინგი. ამიტომ აქვს იგივე „ლელოს“ 4%-ზე ნაკლები…

მეტი...

„ლელოს“ საარჩევნო ბარიერის ვერ გადალახავს, ელისაშვილი დაეხმარება 0,1 პროცენტით“- ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარტია „ლელოს“ საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ლელოს“ შესაძლოა, ალეკო ელისაშვილი 0,1 პროცენტით დაეხმაროს. „დღევანდელი მოცემულობით, არავითარი შანსი არ აქვს „ლელოს“ რომ გადალახოს ბარიერი. ელისაშვილი დაეხმარება 0,1 პროცენტით და შეიძლება“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

მეტი...

“ხედავთ, რა მოხდა სლოვაკეთში, რა მოხდა აშშ-ში, ეს არის რაღაც საერთო ხელწერა და რისკები საქართველოში”-კობახიძე

„თქვენ ხედავთ, სხვადასხვა ქვეყანაში რა მოვლენები ვითარდება, რა მოხდა სლოვაკეთში, რა მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის რაღაც საერთო ხელწერა და რისკები საქართველოში  განსაკუთრებული, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არის განსაკუთრებული ინტერესის ობიექტი“- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. პრემიერი ამბობს, რომ  საქართველო არის განსაკუთრებული ინტერესის ობიექტი, რაც კარგად გამოჩნდა ამ ბოლო 4 წლის განმავლობაში. „ეს ზოგადი რისკები არსებობდა. ასევე მინდა, შეგახსენოთ კონკრეტული ევროკომისრის ზარი, რომელმაც მესიჯი გადმომცა პირდაპირ და მოგვიანებით მან აღიარა, რომ საუბარი ჰქიდა ლიკვიდაციის საფრთხესთან დაკავშირებით, უბრალოდ მან თქვა, რომ…

მეტი...

„სად სააკაშვილი და სად ევროპა, სად კრიალოსანი და სად ვირი“- ირაკლი კობახიძე

„რეალურად, ნამდვილად არის ეს არჩევნები რეფერენდუმი,  რეფერენდუმია ომსა და მშვიდობას შორის“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ოპოზიციის განცხადებები, რომ ეს არის რეფერენდუმი ევროპასა და რუსეთს შორის, არის სიყალბე. „რეალურად, ნამდვილად არის ეს არჩევნები რეფერენდუმი და სწორედ, რეფერენდუმია ომსა და მშვიდობას შორის. რაც შეეხება ოპოზიციის ყალბ ნარატივს თავიანთ რეფერენდუმთან დაკავშირებით, თითქოს ეს არის რეფერენდუმი ევროპასა და რუსეთს შორის, ერთი რომ, თვითონვე დაიწყეს ასე ვთქვათ, ე.წ. პრორუსული მესიჯებით საბარი, სანქიცებს აღარ ემხრობიან, რუს ტურისტებს ხელგაშლილები ელოდებიან. თქვენ გახსოვთ, რა მოხდა, როცა ერთი კრუიზი ჩამოდგა ბათუმში, რუსეთიდან ჩამოსული,…

მეტი...

 თელავში ორი ადამიანი მოკლეს

თელავის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. თანასოფლელმა ორი ადამიანი მოკლა. შემთხვევა სოფელ ლალისყურში გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, სამი მამაკაცი ერთად ქეიფობდა, რა დროსაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო და ერთმა მათგან ორ თანასოფლელს იარაღიდან ესროლა. სავარაუდო დამნაშავე გაქცეულია და სამართალდამცავები მას ამ დრომდე ეძებენ.  

მეტი...