საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი დასახელდა. Opta-ს მიხედვით, მამარდაშვილმა ჩეხეთთან მატჩში 11 მოგერიება შეასრულა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ევროპირველობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 26 ივნისს, პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.