პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების ნაწილი საკანონმდებლო ორგანოსთან სხვადასხვა ლოკაციიდან მსვლელობით მივიდა.
აქციის მონაწილე მედიკოსებს ხელში უჭირავთ ბანერები წარწერებით: “არ ვართ პარტია“, ” ჩვენი მოთხოვნა ევროპული მომავალია”.
პარლამენტთან მობილიზებულია პოლიცია.
თბილისის პარალელურად აქცია მიმდინარეობს ბათუმში. მსვლელობა მოეწყო ზუგდიდსა და ქუთაისში.