თსუ-ს პირველი კორპუსიდან პარლამენტის შენობისკენ სტუდენტების მსვლელობა იმართება. ახალგაზრდები რუსთაველის გამზირზე მივლენ და აქციას გამართავენ.
მსვლელობის დაწყებამდე სტუდენტებმა საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულეს. ,,არა რუსულ კანონს”, ,,არა რუსულ მთავრობას”, ,,წინ ევროპისკენ” – სკანდირებენ სტუდენტები.