„ყველაფერი შესაძლებელია“ – გიორგი გახარია მერობაზე  

ჟურნალისტის შეკითხვაზე, იქნება თუ არა გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატი, მან კანდიდატის სახელი და გვარი არ დაასახელა, თუმცა, მიზნის მისაღწევად არაფერი გამორიცხა.

„მოდით ასე შევთანხმდეთ. მე მესმის რომ ეს სენსაციები ჟურნალისტებს გიყვართ ძაან, მაგრამ არანაირ სახელს და გვარს მე არ დავასახელებ. ამ ქვეყანაში ყველაფერია შესაძლებელი იმ მიზნის მისაღწევად, რომელსაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავალი, იმ მიზნის მისაღწევად, რომ დავაღწიოთ თავი როგორმე ამ მოჯადოებულ წერეს თავი. მე არ მომწონს და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს არ მოწონს, უმრავლესობას არ მოწონს ის ქაოსი რაც დღეს ხდება, ის ლანძღვა, გინება, ცემა-ტყეპა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სამწუხაროდ ქართული პოლიტიკა დაიცალა შინაარსისგან და ახლა უკვე მოქალაქის ინტერესისგანაც დაიცალა და ამიტომ ჩვენ ქართულ პოლიტიკაში ჯერ საქართველოს მოქალაქე ცენტრში უნდა დავაბრუნოთ და შემდგ შინაარსიც უნდა დავუბრუნოთ“ – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები