დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 30 ადამიანი დაშავდა, დაიღუპა ერთი

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე რუსეთის თავდასხმას სულ მცირე 1 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 30, მათ შორის სამი ბავშვი. ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი სერხი ლისაკი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთა შორის 11 და 4 წლის ორი ბიჭი და 9 წლის გოგო არიან. გუბერნატორის განცხადებით, საავადმყოფოში გადაყვანილი ორი მაცხოვრებლის მდგომარეობა მძიმეა.

ქალაქში რამდენიმე დარტყმა დაფიქსირდა, შედეგად მაღალსართულიან კორპუსში მდებარე ბინას ცეცხლი გაუჩნდა. ლისაკის თქმით, სასწრაფო დახმარების სამსახურებმა ცეცხლის ლიკვიდირება შეძლეს და ხუთი ადამიანი გადაარჩინეს. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის არ ვრცელდება.

მსგავსი თემები