ჰააგის პროკურორის თქმით, მონღოლეთს ორდერის უგულვებელყოფისთვის განმარტების გაკეთება მოუწევს

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა განაცხადა, რომ მონღოლეთს მოუწევს განმარტების გაკეთება, თუ რატომ უგულებელყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერი და რატომ არ დააკავა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, სამშაბათს მონღოლეთში ვიზიტის დროს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე შეჭრის დროს ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაულებისთვის მოქმედი ორდერი არსებობს.

მისი თქმით, მოლაპარაკების პროცესი სასამართლოს დონეზე მიმდინარეობს და ეს საკითხი ახლა მოსამართლეებსა და მონღოლეთის მთავრობას შორის წყდება.

კარიმ ხანის განცხადებით, მას სჯერა, რომ ვლადიმირ პუტინი “იხილავს სასამართლო დარბაზს შიგნიდან… არაფერია მუდმივი. ცხოვრება გარდამავალია. და ყველა პოლიტიკური ცხოვრება მარცხით მთავრდება”.

შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2023 წლის მარტში პუტინისა და ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები გასცა. ამის შემდეგ, ყველა ქვეყანა, რომელიც რომის სტატუტის ხელმომწერია, ვალდებულია თავის ტერიტორიაზე ჰააგის სასამართლოს მიერ ძებნილი პიროვნება დააპატიმროს.

მსგავსი თემები