ყინულის გამოქვაბულის ჩამონგრევის შედეგად ერთი ტურისტი დაიღუპა

ყინულის გამოქვაბულის ჩამონგრევის შედეგად ერთი ტურისტი დაიღუპა, ორი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. შემთხვევა ისლანდიაში მოხდა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, დაახლოებით 25 უცხოელი ტურისტი Breidamerkurjökull-ის მყინვარზე ყინულის გამოქვაბულებს იკვლევდა, როდესაც ოთხი ადამიანი ყინულის ნანგრევების ქვეშ მოჰყვა.

მათი ცნობით, ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა, ერთი მიყენებული დაზიანებებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, კიდევ ორი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

მსგავსი თემები