ინდოეთის პრემიერმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან უკრაინაში არსებული ვითარება განიხილა

ინდოეთის პრემიერმა ნარენდრა მოდიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას უკრაინაში არსებული ვითარება განიხილა.  ამის შესახებ ინფორმაციას ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ავრცელებს.

„დღეს აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ტელეფონით ვესაუბრე. სხვადასხვა რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, მათ შორის უკრაინაში არსებულ ვითარებაზე, აზრები გავცვალეთ“ – წერს ნარენდრა მოდი X-ზე.

მოდიმ აღნიშნა, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის სწრაფი აღდგენისთვის ინდოეთის სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

 

 

მსგავსი თემები