Meta-მ ,,ოცნების” მხარდამჭერი და რუსეთიდან მართული ყალბი გვერდები და ანგარიშები წაშალა

Meta-მ ,,ოცნების” მხარდამჭერი და რუსეთიდან მართული ყალბი გვერდები და ანგარიშები წაშალა. კომპანია განმარტავს, რომ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში, ჯამში, 76 Facebook-ანგარიში, 30 Facebook-გვერდი და 11 Instagram-ანგარიშია წაშლილი. მიზეზი კი მათი პოლიტიკის დარღვევაა.

Meta-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში, ეს გვერდები, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს მხარს ,,ქართულ ოცნებას” უჭერდნენ და აქციის მონაწილეებს აკრიტიკებდნენ.

დოკუმენტში წერია, რომ ყალბი გვერდები ახალი ამბების მიმართულებით მუშაობდა და ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა. მათივე ცნობით, რუსეთი იყენებდა Youtube-ს, Telegram-სა და TikTok გვერდებსაც, რეკლამაში კი ჯამში 77 ათასი დოლარი დაიხარჯა.

მსგავსი თემები