„ჩვენი პრეზიდენტი პოლიტიკური თვითმკვლელობის რისკის წინაშეა“- კლიჩკო

„ვოლოდიმირ ზელენსკიმ რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას, ჩვენი პრეზიდენტი პოლიტიკური თვითმკვლელობის რისკის წინაშეა“ – ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

კლიჩკო ამბობს, მომავალი თვეები ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ძალიან რთული იქნება.

„გააგრძელებს ომს ახალი სიკვდილით და ნგრევით თუ განიხილავს ტერიტორიულ კომპრომისს პუტინთან? და ამ შემთხვევაში რა ზეწოლა იქნება აშშ-იდან, თუ ტრამპი გაიმარჯვებს? ან როგორ ავუხსნათ ქვეყანას, რომ ჩვენ უნდა დავთმოთ ჩვენი ტერიტორიის ის ნაწილები, რასაც ათასობით ჩვენი მებრძოლი გმირის სიცოცხლე ემსხვერპლა? რა ნაბიჯიც უნდა გადადგას, ჩვენი პრეზიდენტი პოლიტიკური თვითმკვლელობის რისკის წინაშეა. მოდით, პირდაპირ ვთქვათ: ჩვენ უნდა მოვიგოთ ომი, მაგრამ სიტუაცია სულ უფრო რთულდება, ეს დამოკიდებულია მოკავშირეების დახმარებაზე, კოშმარი იქნება, თუ კიდევ ორი ​​წელი მოგვიწევს ბრძოლა” – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.

მსგავსი თემები