„ტრამპს უკრაინის სახელმწიფოს გადარჩენა შეუძლია“- ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი ამბობს, რომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს და ამ პოსტზე რესპუბლიკური პარტიის კანდიდატ დონალდ ტრამპს უკრაინის სახელმწიფოს გადარჩენა შეუძლია. ჯონსონის განმარტებით, ის ტრამპტთან საუბრის შემდეგ დარწმუნდა, რომ მას აქვს ძალა და გამბედაობა მოიტანოს მშვიდობა.

“ამ კვირაში დონალდ ტრამპთან საუბრის შემდეგ, როგორც არასდროს, დავრწმუნდი, რომ მას აქვს ძალა და გამბედაობა, გამოასწოროს ყველაფერი, გადაარჩინოს უკრაინა, მოიტანოს მშვიდობა და შეაჩეროს კონფლიქტის დესტრუქციული გავრცელება“ – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა მედიასთან.

 

მსგავსი თემები