ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს

იემენელმა შიიტმა „ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს. მათი განცხდებაში აღნიშნულია, რომ სარაკეტო იერიშის სამიზნე ისრაელის სამხრეთით მდებარე ქალაქი ეილათი იყო.

პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, „ჰუსიტების“ მიერ ნასროლი ბალისტიკური რაკეტები ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა, „ეროუ 3“-ის საშუალებით გაანეიტრალა.

ისრაელის მედია წერს, რომ ბალისტიკური რაკეტები ქვეყნის საჰაერო სივრცის გარეთ განადგურდა.

 

მსგავსი თემები