აზერბაიჯანი საფრანგეთის ტერიტორიებს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაში დაეხმარება

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა 20 ივლისს პირობა დადო, რომ დაეხმარება საფრანგეთის ტერიტორიებს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაში. ეს ბაქოს პარიზის წინააღმდეგ მიმართული ბოლო ნაბიჯი იყო, რაც უკავშირდება კავკასიაში ხანგრძლივი კონფლიქტს და მასში საფრანგეთის პოზიციას.

ბოლო თვეების განმავლობაში, აზერბაიჯანის ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს საფრანგეთის სამხრეთ წყნარი ოკეანის ტერიტორიის, ახალ კალედონიის მიმართ, სადაც მღელვარება არ ცხრება სადავო საარჩევნო რეფორმით მკვიდრი მოსახლეობის უკმაყოფილების გამო.

„ჩვენ დაგიჭერთ მხარს, სანამ არ გათავისუფლდებით“, – განუცხადა ალიევმა ფორუმს და თქვა, რომ საფრანგეთის ზოგიერთი ტერიტორია კვლავ კოლონიალიზმის სუბიექტია.

 

მსგავსი თემები