ესპანეთში სამი პრორუსი ჰაკერი დააკავეს

ესპანეთში სამი პრორუსი ჰაკერი დააკავეს. ინფორმაციას ესპანეთის პოლიცია ავრცელებს. მათივე ცნობით, დაკავებულები უკრაინის მხარდამჭერი სახელმწიფოების წინააღმდეგ კიბერშეტევებს ახორციელებდნენ. ისინი ესპანეთისა და ნატო-ს წევრი სახელმწიფოების სამთავრობო ინსტიტუტებისა და სტრატეგიული სექტორების წინააღმდეგ კიბერშეტევებში მონაწილეობდნენ.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, იმ ქვეყნებში, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინას მხარს უჭერენ, კიბერშეტევების სამიზნეს სამთავრობო სექტორის საჯარო და კერძო ორგანიზაციების ვებ-გვერდები, კრიტიკული ინფრასტრუქტურა და ძირითადი სერვისები წარმოადგენდა.

მსგავსი თემები