“თუ პუტინი მოიგებს, ის არა მხოლოდ საქართველოს მოისურვებს, არამედ ახლო საზღვარგარეთსაც”- ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი პუტინის აგრესიასა და მიზნებზე საუბრობს. ჯონსონი  Daily Mail-ში გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ ომის მოგების შემთხვევაში, პუტინი არ გაჩერდება.

“თუ პუტინი მოიგებს, რა თქმა უნდა ის არ გაჩერდება უკრაინაში. დახედეთ რუკას, მოუსმინეთ იმ შემზარავ სიტყვებს, რასაც რუსეთის პრეზიდენტი ახლა ამბობს, მოუსმინეთ პოლონეთის ისტორიისა და მეორე მსოფლიო ომის დაწყების მიზეზების მისეულ გაგებას. პუტინმა ნათელი გახადა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა – მისი სიტყვებით – “მე-20 საუკუნის უდიდეს კატასტროფად” მოიაზრებს და მისი ხელახლა შექმნა უნდა. ის არა მხოლოდ საქართველოს მოისურვებს, არამედ მთელ რუსულ “ახლო საზღვარგარეთსაც”. მან უკვე დაიწყო ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში რუსულენოვანი მოსახლეობის მიმართ მოპყრობის ჰიტლერისეული დაგმობა. როგორ დასრულდება ეს?” – წერს ჯონსონი.

მსგავსი თემები