როსტოვში აცხადებენ, რომ რეგიონის თავზე 26 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს

როსტოვის ოლქის გუბერნატორის ვასილი გოლუბევის მტკიცებით, რეგიონის თავზე ღამით 26 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. ინფორმაციას ამის შესახებ გოლუბევი ტელეგრამ-არხში ავრცელებს. გუბერნატორის ინფორმაციით, დრონებით იერიშის შედეგად დაშავებულები არ არიან. დრონების ნამტვრევების ჩავარდნის ადგილებში საგანგებო სამსახურები მუშაობე

გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში როსტოვის ოლქში მილეროვოს სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე აფეთქებების და ხანძრის შესახებ ვრცელდება ცნობები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ კიდევ ერთი დრონი ჩამოაგდეს სმოლენსკის ოლქის თავზე.

 

მსგავსი თემები