ყაზბეგზე ავარიას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა – დაკავებულია პატრულის თანამშომელი

19 ივლისს, ღამის საათებში თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მომხდარის შედეგად  19 წლის ბაიკერი გარდაიცვალა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, ახალგაზრდა ბიჭი მოტოციკლით გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებოდა. რაზეც, უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოსთხოვეს გაჩერება, რასაც იგი არ დაემორჩილა და განაგრძო მოძრაობა ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის მიმართულებით, რა დროსაც შეეჯახა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრავ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს.

პროკურატურამ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა.

მსგავსი თემები