ურეკში, კატერზე მომხდარი ინციდენტის შედეგად, დედა- შვილი დაშავდა

ურეკში, პლაჟზე მომხდარი ინციდენტის შედეგად, დედა- შვილი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, დამსვენებლები კატერმა ჩაითრია.

ორივე დაშავებული სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მათ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და მალევე გაწერეს.

ადგილობრივების თქმით, სკუტერები და კატერები, რომლებითაც დამსვენებლებს ემსახურებიან, ამორტიზებულია და მომხდარიც ამის დადასტურებაა.

მათივე თქმით, ტექნიკას ტურისტებზე შესაბამისი ლიცენზიისა და ცოდნის არმქონე ხალხი აქირავებს და არ მოქმედებს არანაირი რეგულაცია.

მსგავსი თემები