ჯო ბაიდენს მოუწოდებენ გაათავისუფლოს საიდუმლო სამსახურის დირექტორი

წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მოუწოდებს, გაათავისუფლოს საიდუმლო სამსახურის დირექტორი. მან Fox Business-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სატელეფონო განხილვა ჰქონდათ პალატის რესპუბლიკელ და დემოკრატ წარმომადგენლებთან.

„მოწვეული გვყავდა ასევე გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი კრისტოფერ რეი და საიდუმლო სამსახურის დირექტორი ჩიტლი. ზოგიერთ ძალიან მნიშვნელოვან კითხვაზე მათ დამაკმაყოფილებელი პასუხი არ გაგვცეს“, – განაცხდა ჯონსონმა.

წარომადგენელთა პალატის სპიკერის განმარტებით, ახლა უფრო მეტი კითხვის ნიშანია, ვიდრე პასუხები და ეს არის როგორც იმედგამაცრუებელი, ასევე საშიში.

14 ივლისს, ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად ის დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე, კიდევ ორი პირი კი მძიმედ დაიჭრა.

 

 

 

მსგავსი თემები