ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩიეს

ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევას მხარი დაუჭირა 401-მა ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგ ხმა მისცა 284-მა, 15-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა. ზოგიერთი საკითხის გამო, მას ამ არჩევნებზე ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, ერთ-ერთი იყო გამჭვირვალობის ნაკლებობა „კოვიდ-19“-ის ვაქცინებთან დაკავშირებულ გარიგებებთან დაკავშირებით.

ასევე, 16 ივლისს ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს  რობერტა მეცოლა.

მსგავსი თემები