“საქართველო, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობას ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ფორმატში”- დარჩიაშვილი

“საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ექნება შესაძლებლობა, სხვა ლიდერებთან ერთად, მრგვალი მაგიდის ფორმატში იმსჯელოს იმ გამოწვევებზე, რომელიც აქვს ევროკავშირს და ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა აძლევს ევროპულ ოჯახს”- ამის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, პრემიერ-მინისტრის გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი განმარტებით, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში 50-მდე ლიდერი მონაწილეობს და პრემიერ-მინისტრს ასევე ექნება კოლეგებთან კომუნიკაციის კარგი შესაძლებლობა.

„18 ივლისს იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში, სადაც იმართება ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მორიგი სხდომა. აღნიშნული პლატფორმა იქნა შექმნილი პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით და ეს არის დამატებითი პლატფორმა, შესაძლებლობა და მექანიზმი, იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მიისწრაფვიან ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, რათა მოხდეს მსჯელობა იმ გამოწვევებზე, რომელიც აქვს ზოგადად, ევროკავშირს, ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას ამ ქვეყნებისთვის. საქართველო პირველად, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით იღებს მონაწილეობას ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ფორმატში. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, სხვა ლიდერებთან ერთად, მრგვალი მაგიდის ფორმატში იმსჯელოს იმ გამოწვევებზე, რომელიც აქვს ევროკავშირს და ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა აძლევს ევროპულ ოჯახს. მრგვალი მაგიდა იქნება ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის თემატიკაზე”- აცხადებს დარჩიაშვილი.

მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, რომ შეასრულოს განსაკუთრებული როლი ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში

“ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავთ,რომ საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, რომ შეასრულოს განსაკუთრებული როლი ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში. შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება კონკრეტული გზავნილები, რომელიც შეეხება ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებს, როლს და იმ სარგებელს, რომელიც საქართველომ შეიძლება მოუტანოს ევროკავშირს. ვფიქრობ, რომ კარგი შესაძლებლობაა, წარმოჩინდეს ჩვენი ქვეყანა. პრემიერ-მინისტრს ასევე ექნება კოლეგებთან კომუნიკაციის კარგი შესაძლებლობა. როგორც ცნობილია, 50-მდე ლიდერი მონაწილეობს ამ პლატფორმაში დაიქნება დისკუსიები ყველა აქტუალურ თემაზე, მათ შორის, უკრაინის, მიგრაციის საკითხებზე და ევროკავშირის გაფართოება“- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

 

მსგავსი თემები