უკრაინაში არსებულ ვითარებას პოლონეთში საფრთხის შემცველად აღიქვამენ

პოლონეთში გამოკითხულთა 70 %-ი უკრაინაში არსებულ ვითარებას ქვეყნის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შემცველად აღიქვამს. გამოკითხულთა 30%-სთვის კი ეს უმნიშვნელოა.

საზოგადოებრივ განწყობებთან დაკავშირებით, კვლევა პოლონეთის გენერალურმა სტატისტიკურმა სამსახურმა ჩაატარა. კვლევის მიხედვით, პოლონელების 30,1%-სთვის უკრაინაში შექმნილი ვითარება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ხოლო 39,9% მას საშუალო დონის საფრთხედ აღიქვამს.

გამოკითხულთა 23,8% აცხადებს, რომ ეს საფრთხე უმნიშვნელოა, ხოლო გამოკითხულთა 6,2% ასეთ საფრთხეს საერთოდ ვერ ხედავს. პოლონელების 73,4%-ის აზრით, უკრაინაში არსებული ვითარება საფრთხეს უქმნის ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასაც.

მსგავსი თემები