კობა კობალაძემ ამპუტანტ ბავშვთა საფეხბურთო გუნდის წევრებს უმასპინძლა და მათ ბელგიაში გამართულ შეკრებაზე წარმატებები უსურვა

მიმდინარე წლის 17 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და დირექტორის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ კვეზერელმა თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრთან არსებულ ამპუტანტ ბავშვთა საფეხბურთო გუნდის წევრებს: ლუკა ჯავახიშვილს, ნიკოლოზ გაბაშვილს და ლუკა უფლისაშვილს უმასპინძლეს და მათ საფეხბურთო ბანაკ „EAFF junior camp 2024“-ის შეკრებაზე წარმატებები უსურვეს.

კიდურ ამპუტირებული და/ან განუვითარებელი კიდურის მქონე ბავშვებისათვის საზაფხულო, საფეხბურთო ბანაკი „EAFF junior camp 2024“ ბელგიის სამეფოს ქ. ბლანკენბერგში, მიმდინარე წლის 18-22 ივლისს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს 117 მოზარდი მსოფლიოს 13 ქვეყნიდან. შეკრებას ატარებენ ევროპის ამპუტანტთა ფეხბურთის ფედერაცია, ბელგიის ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაცია და საფეხბურთო კლუბ „ბრიუგეს“ (ბელგია) ფონდი. საზაფხულო ბანაკში, ქართველი ფეხბურთელები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის თანადგომით მონაწილეობენ. მოზარდები, ბელგიაში, თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრთან არსებულ ამპუტანტ ბავშვთა საფეხბურთო გუნდის მწვრთნელთან, გიორგი ხვედელიძესთან და ჯგუფის უფროსთან, ომის ვეტერან შალვა იმნაიშვილთან ერთად გაემგზავრებიან.

‘’თქვენ ხართ საუკეთესო მაგალითები იმისა, რომ ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა. ცხოვრებამ განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დაგაყენათ, თუმცა, არ დანებდით და თქვენი შეუდრეკელი სულით კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცეთ, რომ თქვენი შემართებით, სამაგალითონი ხართ! თქვენ, ამ შეუდრეკელმა მოზარდებმა, ზრდასრულ ადამიანებს დაანახეთ, რომ ძალიან დიდები ხართ! სულ წარმატებებით იარეთ და თქვენს გვერდით გვიგულეთ’’, – მიმართა ბავშვებს კობა კობალაძემ.

გიორგი ხვედელიძემ და საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი გვალიამ კობა კობალაძეს ამპუტანტ ბავშვთა საფეხბურთო გუნდისა და საქართველოში ამპუტანტთა ფეხბურთის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ის თანადგომა, რომელსაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური საქართველოში ამპუტანტთა ფეხბურთის განვითარებისთვის გამოხატავს, ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია.

‘’სამაგალითოა თქვენი თანადგომა,რადგან ბანაკიდან დაბრუნების შემდეგ, მოზარდებს გაუმჯობესებული ჰქონდათ აკადემიური მაჩვენებლები, ხდებოდნენ უფრო ინტეგრირებულნი და აქტიურები. სკოლის დამთავრების შემდეგ,ზოგიერთი მათგანი გახდა უმაღლესი თუ პროფესიული სასწავლებლების სტუდენტი. ისინი თანატოლებს ჯანსაღი ცხოვრების მაგალითს აძლევენ,’’-აღნიშნა გია გვალიამ.

აღსანიშნავია, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უშუალო მხარდაჭერით და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის თანადგომით, ევროპის ამპუტანტთა ფეხბურთის ფედერაციის ანალოგიურ პროექტებში, თბილისის გუნდის შშმ მოზარდები, 2017-2022 წლებშიც მონაწილეობდნენ;

მსგავსი თემები