ბაიდენი გავა წინასაარჩევნო რბოლიდან, თუ მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ექნება – CBS News

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკულ ტელეარხ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის მიატოვებს წინასაარჩევნო კამპანიას, თუ მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნება.

„იმ შემთხვევაში, თუ მე რამე სერიოზული ავადმყოფობა დამემართებოდა, თუ ჩემთან ექიმები მოვიდოდნენ და მეტყოდნენ, რომ მე პრობლემა მაქვს“, – ასე უპასუხა ბაიდენმა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, არსებობ თუ არა რამე სერიოზული მიზეზი, რის გამოც ის მიატოვებდა წინასაარჩევნო კამპანიას.

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ასაკი მას სიბრძნეს მატებს. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, მან უკვე აჩვენა საზოგადოებას, რომ იცის, თუ რა სჭირდება ქვეყანას.

მსგავსი თემები